უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა და ამჟამად რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას აკავებენ. შესაბამისი განცხადება სირსკიმ ჩეხეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ისევ რთულია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის რესურსების მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას აკავებენ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან", - თქვა სირსკიმ.
როგორც სირსკიმ აღნიშნა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები საჭიროებს რესურსების მუდმივ განახლებას და ჩეხ კოლეგებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სირსკი: ფრონტის ხაზზე ისევ რთული ვითარებაა, რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას ვაკავებთ
02 ნოე 202422:02
3 წუთის საკითხავი