logo
ENG



3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება 17:00 საათზე სადგურის მოედნიდან მსვლელობას დაიწყებს

04 ნოე 202413:34
3 წუთის საკითხავი
 

3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება 17:00 საათზე სადგურის მოედნიდან რუსთაველის მიმართულებით მსვლელობას დაიწყებს.

ამის შესახებ ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 17:00 საათზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები სადგურის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც მოწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში.

რუსთაველზე საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 

3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანებამ დღევანდელი აქცია 31 ოქტომბერს დააანონსეს. ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ სამოქმედო გეგმას მოქალაქეებს სწორედ დღევანდელ აქციაზე გააცნობენ. 


close დახურვა