logo
ENG



რუსეთთან ფრენების აკრძალვით წარმოქმნილი დანაკლისი შეივსო, ტურისტების ნაკადი გაიზარდა - კანდელაკი

08 ოქტ 201910:38
3 წუთის საკითხავი
 
1429lkua0crw8z1.jpg

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ტურიზმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებს. პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მთავრობის მეირ სუბსიდირებისთვის თანხების გამოყოფის აუცილებლობა, როდესაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ევროკავშირიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

„მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადი, რამაც არათუ შეავსო, არამედ გადაავსო ის დანაკლისი, რომელიც წარმოიქმნა რუსეთთან ფრენების აკრძალვით, ევროკავშირიდან  ტურისტების ზრდა არის პირველ რიგში ქუთაისის აეროპორტის დამსახურება, რომელსაც ვერ დავივიწყებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ივანიშვილის პრემიერობის დროს არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა, რის გამოც არის სწორედ ის, რომ ქუთაისის  აეროპორტი არ არის ისეთი სიმძლავრის, როგორისაც უნდა იყოს,“-განაცხადაკანდელაკმა. 

კანდელაკის თქმით, მაშინ, როცა ტურისტებს რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, სრულიად გაუგებარია მთავრობის მხრიდან სუბსიდირებაზე საუბარი. 

”საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ მათ შორის ბატონი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, მთავრობამ დახარჯა მილიონობით ლარი რუსეთში, რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებზე, რომელიც საქართველოს გენოციდში ადანაშაულებს, საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე. დახარჯა მილიონობით ლარი იმაზე, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვყოფილიყავით ოკუპანტზე,"-განაცხადა კანდელაკმა.


close დახურვა