logo
ENG



მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა

06 ნოე 202414:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/06/pfz2g46ui0guoji.jpg

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს მუხრანის სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

"მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა