logo
ENG



გიგაური: გვრიტიშვილმა თავად ჩაატარა ექსპერიმენტი, მისი ფურცლის უკან გამოჩნდა შავი წერტილი

06 ნოე 202421:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/06/5uqhmslz0aftvf7.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სხდომაზე ხმის ფარულობის დარღვევაზე ექსპერიმენტი ჩაატარა, რა დროსაც მისი ფურცლის უკანა მხარეს შავი წერტილი გამოჩნდა.

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია სადამკვირვებლო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია ჩემი ხმის საქმეებს განიხილავს.

ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ექსპერიმენტს "არ მიაკარეს" და ვიდეოს გაღების საშუალება არ მისცეს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დადგინოს იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა.

ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს, ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას, რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს რომ არაფერი გამოჩენილიყო. შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…

მოკლედ ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა… სავარუდოდ არაფერი… ვნახოთ… ვიდეო არ გადაგვაღებინეს", - წერს ეკა გიგაური. 


close დახურვა