ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატის მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა გაფართოების პროცესს საქართველოსთა.
მარტა კოსს საქართველოს შესახებ ევროპარლამეტარებმა ბრიუსელში მიმდინარე მოსმენაზე ჰკითხეს. მოსმენა რამდენიმე საათია გრძელდება. ევროპარლამენტარები, გაფართოების მომავალ ევროკომისარს უსმენენ.
"საქართველოს ხალხისთვის მაქვს გზავნილი - არ დაკარგოთ იმედი! ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი. პირველი პირობა იქნება, რომ საქართველოს მთავრობამ გვაჩვენოს, რომ სურს ამ გზით სვლა. ველით, რომ გააუქმონ ორი კანონი - უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების კანონები. ეს იქნება პირველი ნიშანი. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოვამზადეთ ფინანსური დახმარების პაკეტი არამხოლოდ მთავრობის რეფორმებისთვის, არამედ ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ვფიქრობთ, ჯერ არაფერი გაკეთებულა და არაფერ დამთავრებულა. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება"- თქვა კოსმა.
დამტკიცების შემთხვევაში, მარტა კოსი ევროკომისრის თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს და წამყვანი როლი ექნება ევროკავშირის გაფართოების საკითხებში.