logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილ ე.წ. პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

07 ნოე 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/2glv2xayy7m7s2v.jpg

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანატოლი ბიბილოვის სანქცირების მიზეზი უკრაინის დესტაბილიზაციაში მისი ჩართულობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისა თუ დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა.

"ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას", - ნათქვამია განცხადებაში. 

გაერთიანებული სამეფოს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს როგორც აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას.


close დახურვა