logo
ENG



ნაცვლიშვილი: მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, შემოუერთდით კამპანიას "ვითხოვ ახალ არჩევნებს"

07 ნოე 202417:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/jzmmsomik8k7s8f.jpg

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, სადაც ის საზოგადოებას FACEBOOK ჯგუფში სახელად დაიცავი შენი ხმა #ვითხოვ ახალ არჩევნებს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ნაცვლიშვილის თქმით, მოქალაქეებს ამ ჯგუფის საშუალებით ყოველდღიურად მიაწოდებენ ინფორმაციას, რომელიც როგორც ემიგრანტებს, ისე საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეხებათ. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნული ინფორმაცია ძლიერი საქართველოს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ემიგრანტებს მოუწოდებს მიმართონ ცესკო-ს მოთხოვნით, გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში მათი ვინაობა ფიქსირდება თუ არა. 

ამასთანავე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა გავრცელებულ კადრებზე დაფუძნებით, სადაც ხმის ფარულობა ირღვევა, ცესკო-ს უნდა მიმართონ და მოითხოვონ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ბათილად ცნონ და ახლიდან ჩანიშნონ არჩევნები.

"26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა ქვეყნის დასაბრუნებლად. ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის მიერ გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯი!

წარმოგიდგენთ ძლიერი საქართველოს ორ ინიციატივას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლელობას მისცემს მნიშვნელოვანი წვლილი შიეტანოს მოპარული არჩევნების დაბრუნებაში.

მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც შეიქმნა FACEBOOK პლატფორმაზე, თითოეულ მსურველს შეეძლება გაწევრიანდეს ამ ჯგუფში სადაც ჩვენ მოგაწვდით ყოველდღიურად ინფორმაციას, მათ შორის ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში, ეს არის განცხადებების ფორმით, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგეძლებათ.

ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკოს, დაადასტუროთ რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ვინაიდან არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკოს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული, ცესკო ვალდებულია გიპასუხოთ ამაზე და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

მეორე ინსტრუმენტი ეს არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცესკოს, გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, ხმის ფარულობა, დაირღვა თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის და შესაბამისად მოითხოვოთ ბათილად ცნონ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა