logo
ENG



22 საათიანი განხილვა ,,ოცნების'' სასარგებლოდ

07 ნოე 202420:12
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო დავების განხილვა აპელაციაში ისე დასრულდა, რომ კლანმა არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლეებმა ერთადერთი გამონაკლისის ვლადიმერ ხუჭუას გარდა მოპარულ არჩევნებში ხარვეზიც კი ვერ დაინახეს. ჩატარებულ ექსპერიმენტში დაინახეს, მაგრამ არ აღიარეს ხმის ფარულობის დარღვევა.

დიმიტრი გვრიტიშვილის კოლეგიამ თითქმის 24-საათიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასა და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება, რომლითაც ხმის ფარულობის დარღვევა უტყუარად დადასტურდა.


close დახურვა