logo
ENG



ტრამპმა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად წარადგინა

08 ნოე 202412:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/08/7x2ukeq8i2pxde4.jpg

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სუზი უაილსი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად დაასახელა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიდი გავლენებით სარგებლობს. ის მართავს თეთრი სახლის პერსონალს, აორგანიზებს პრეზიდენტის ღონისძიებებსა და განრიგს და, ასევე, კონტაქტშია სხვა სამთავრობო დეპარტამენტებთან და კანონმდებლებთან.

67 წლის უაილსი გახდება პირველი ქალი, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნება.

"სუზი ძლიერი, ჭკვიანი, ინოვაციურია, მისით ყველა აღფრთოვანებულია და ყველა პატივს სცემს. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყანა მისით იამაყებს", - განაცხადა ტრამპმა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი თავისი ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. როგორც ოთხმა წყარომ თქვა, ტრამპი ადამიანების ფართო წრეს განიხილავს, რომელთაგან ბევრი მისი წინა საპრეზიდენტო ვადიდან არის ცნობილი. 2017-2021 წლებში პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ადმინისტრაციის ოთხი ხელმძღვანელი შეცვალა, რაც, როგორც Reuters წერს, უჩვეულოდ მაღალი რიცხვია.

სუზი უალსი წარსულში რონალდ რეიგანის 1980 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა და 2018 წელს ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს გამარჯვებაში დაეხმარა. 2016 და 2020 წლის არჩევნებზე იგი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებში უფროსი მრჩეველი იყო.


close დახურვა