უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია.
სიბიგა ამბობს, რომ ამაზე პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი მიუთითებს.
მისივე თქმით, გუნდების მიერ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის მომზადება იწყება.
"დიალოგი პრეზიდენტ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის უკვე დამყარებულია. სატელეფონო საუბარი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო მეთაურებს შორის პირდაპირი დიალოგი უკვე არსებობს. რა თქმა უნდა განიხილეს შესაძლო სამომავლო კონტაქტები ლიდერების დონეზე. შევთანხმდით, რომ გუნდები შეხვედრის პრაქტიკულ მზადებას დაიწყებენ", - თქვა საგარეო მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს უკრაინის მშვიდობის გეგმა გააცნო.