logo
ENG



თბილისში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

10 ნოე 202420:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/10/l2gkc1jmbb6xqby.png

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ჯგუფ დაიტოვეს მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან - პარალიზებულია ორივე სანაპირო.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერის გადალახვა მოახერხეს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. 26 ოქტომბრის არჩევნებს არც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აღიარებს.

 

 


close დახურვა