logo
ENG



ოლიგარქი პარტიებს აკრძალვით ემუქრება

12 ნოე 202419:59
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება მოპარული არჩევნების შემდეგ არაღიარებულ პარლამენტში მარტო რჩება. არალეგიტიმურობის პერსპექტივა ოლიგარქს აღიზიანებს. აკრძალვით ემუქრება პარტიებს, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ და შედეგებს არ ცნობენ

ოპონენტების განადგურება, ანუ დემოკრატიის ბოლომდე დასამარება ოლიგარქის ფაქტობრივად ერთადერთი დაპირება იყო წინასაარჩევნოდ, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვდა. ახლა ოცნება ოპოზიციის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას და სასამართლოს გამოყენებას აპირებს. მუქარა არ მუშაობს - უპასუხა ოპოზიციამ კობახიძეს.


close დახურვა