logo
ENG



ტრამპმა მასკი და რამასვამი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა

13 ნოე 202410:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/z8c0f3ye6smt49x.jpg

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება, რომელსაც Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი, ასევე პოლიტიკოსი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ.

რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის კენჭს იყრიდა, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა.

ტრამპის თქმით, ისინი "ჭარბი რეგულაციების შემცირებაზე იზრუნებენ".

„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციის სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - თქვა ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც 2026 წლის 4 ივლისამდე სამუშაოს დაასრულებს, თეთრ სახლთან ითანამშრომლებს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტია, რომელმაც 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.


close დახურვა