logo
ENG



11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე მამას პატიმრობა შეეფარდა

26 აგვ 202014:35
3 წუთის საკითხავი
clock 736
11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე მამას პატიმრობა შეეფარდა

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დააკვებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კაცმა წარდგენილი ბრალი უარყო და თქვა, რომ შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა. 

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

close დახურვა