logo
ENG



11 აგვისტოს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

10 აგვ 202318:42
3 წუთის საკითხავი
 
11 აგვისტოს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  შინდისის და გორგასალის ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების  მოსახლეობას. 


close დახურვა