logo
ENG



11 ახალი პაციენტიდან 7 საბურთალოს კლასტერია, 4 კი ბოლნისის - ბოჭორიშვილის კლინიკა

01 ივნ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან, 7 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, 4 კი ბოლნისიდან.

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

"ბოქსირებულ განყოფილებაში არის 43 პაციენტია. მათგან კოვიდ-19-ის დიაგნოზი აქვს 29 პაციენტს. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. გუშინ დაემატა 11 ახალი პაციენტი, აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და 7 გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. 7 არის საბურთალოს კლასტერი და 4 არის ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო. იგი დატვირთულია ანამნეზით. ასევე, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას", -მაკა სოლოღაშვილმა.


close დახურვა