logo
ENG



11 მაისიდან საფრანგეთში მაღაზიები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება

08 მაი 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი ოთხ მილიონს უახლოვდება, დაღუპულთა საერთო  მაჩვენებელი კი 270 000 აჭარბებს. ორშაბათიდან პარიზისა და ჩრდილოეთ რეგიონების გარდა, საფრანგეთის მასშტაბით მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყება. ინფიცირების ინტენსივობის გამო საფრანგეთის დედაქალაქი ე.წ. წითელ ზონაში მოხვდა.

11 მაისიდან საფრანგეთში მაღაზიები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება, სავალდებულო  გახდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარებაც. ლოქდაუნიდან გამოსვლის სამ ფაზიანი გეგმა წარადგინა ავსტრალიის პრემიერმაც. ქვეყანაში დღეიდან რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, სათამაშო მოედნები და სკოლები იხსნება, აღდგება შიდა მოგზაურობაც.

იაპონია შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელიც ვირუსის სამკურნალოდ ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატ "რემდესივირს" გამოიყენებს. მოსახლეობას კვირას მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მინისტრიც. მანამდე კი ქვეყანაში მედიკოსების მიმართ რიგით მეშვიდე მადლიერების აქცია გაიმართა. ტრადიციად ქცეულ კამპანიას პრემიერი ბორის ჯონსონიც შეუერთდა. 


close დახურვა