logo
ENG



11 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის კაცს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

07 სექ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
11 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის კაცს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის ბავშვთან, ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა", - ამბობენ უწყებაში.

სამართალდამცავებმა დადანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

close დახურვა