logo
ENG



12-საათიანი სპეცოპერაცია ტაილანდში თავდამსხმელის მოკვლით დასრულდა

09 თებ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 

12-საათიანი სპეცოპერაცია ტაილანდში თავდამსხმელის მოკვლით დასრულდა. გათავისუფლებულია 8 მძევალი, რომელიც მას სავაჭრო ცენტრის სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი.

ტაილანდის არმიის მებრძოლმა თავდასხმა მეთაურთან კამათის შემდეგ მოაწყო. მან სამხედრო ნაწილიდან იარაღი და ავტომობილი გაიტაცა და სავაჭრო ცენტრში მივიდა. გზაში კი ცეცხლი გახსნა.

თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 42 დაშავებულია. 


close დახურვა