ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს "ქართველი ხალხის აქტს” 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა. ჯამში კანონპროექტს 19 თანასპოსნორი სენატორი ჰყავს, მათგან 9 რესპუბლიკელია, 9 - დემოკრატი, ხოლო 1 - დამოუკიდებელი წევრია.
თანაინიციატორები არიან:
- ჯეიმს რიში - რესპუბლიკელი;
- ბენ კარდინი - დემოკრატი;
- პიტ რიკეტსი - რესპუბლიკელი;
- ლინდსი გრეჰემი - რესპუბლიკელი;
- კრისტოფერ კუნი - დემოკრატი;
- რიჩარდ დურბინი - დემოკრატი;
- თომას ტილისი - რესპუბლიკელი;
- ტიმ კეინი - დემოკრატი;
- კრის ვან ჰოლენი - დემოკრატი;
- ჯონ ბუზმანი - რესპუბლიკელი;
- მიტ რომნი - რესპუბლიკელი;
- ჯეფ მერკლი - დემოკრატი;
- ჯონ კორნი - რესპუბლიკელი;
- კრისტოფერ მერფი - დემოკრატი;
- დენ სალივანი - რესპუბლიკელი;
- ანგუს კინგი - დამოუკიდებელი
- ტოდ იანგი - რესპუბლიკელი;
- შელდონ უაითჰაუსი - დემოკრატი;
- ჯორჯ ჰელმი - დემოკრატი;
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატში 24 მაისს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე "უცხოური აგენტების კანონის" წინ წაწევაზე.
აშშ-ის სენატში "ქართველი ხალხის აქტი" დარეგისტრირდა - რა წერია დოკუმენტში