ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოძრაობა გუშაგები დააფუძნეს. მათი თქმით, ისინი ქართული ოცნების და არჩევნების შედეგების წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს იწყებენ. ისინი ყველა სტუდენტს პროტესტისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში ღამე გაათიეს. სტუდენტები წერენ, რომ ადმინისტრაციამ შუქი და წყალი გათიშა - ასევე არ აქვთ გაზი. მათივე თქმით, მოუხედავად უშუქობისა და უწყლობისა, შენობის დატოვებას არ აპირებენ.
ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლა გრძელდება და არ აპირებენ არჩევნების გაყალბებას შეეგუონ, ასევე მათი თქმით, ბოლომდე გააპროტესტებენ არჩევნებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ლექტორების ჩართულობას. ადგილზე სტუდენტებმა დღეს, 18:00 საათზე მორიგი აქცია დააანონსეს.