logo
ENG



ჩინეთში პროფესიულ სკოლაში დანით თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა

17 ნოე 202410:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/17/yfr16r761xu86o8.jpeg

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე ხელოვნებისა და ტექნოლოგიის პროფესიულ სკოლაში დანით თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.  

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 21 წლის თავდამსხმელი დააკავეს.  

პოლიციაში ამბობენ, რომ თავდამსხმელი გამოცდებში ჩაიჭრა, ვერ ამთავრებდა სწავლას და სტაჟიორის პოზიციაზე მიღებული ხელფასით უკმაყოფილო იყო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სკოლაში შეჭრა.


close დახურვა