logo
ENG



მდინარაძე: ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა შეაფერხოს

19 ნოე 202413:41
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა შეაფერხოს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის შეკრებას შეაფერხებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიდინგზე თქვა.

"XI მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კანონებში ამ შემთხვევაში განსაზღვრული არაა. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ შეაფერხოს ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა. ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არაა. გვითხრან, რომელ ნორმას მიიჩნევენ თუ ასეთად რომელიმე ნორმას მიიჩნევენ და იმაზეც გავცემთ პასუხს", - თქვა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.


close დახურვა