logo
ENG



ცესკოში აცხადებენ, რომ პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადეს

20 ნოე 202413:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/20/e33tyidqcsoejhc.jpg

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ "იმოქმედეს ორგანული კანონით" და არჩევნების საბოლოო შეჯამებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადეს.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა