უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ლევან ლოხიშვილი ხერსონში მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა. ოკუპანტების თავდასხმას ლოხიშვილთან ერთად კოდევ 3 უკრაინელი ემსხვერპლა.
მას სამშობლოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. მებრძოლი ცნობილი ინფლუენსერის, თამაზ ლოხიშვილის ძმაა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 70-მდე ქართველო მებრძოლი დაიღუპა.