19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას.
რუსებმა რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გაიმარჯვებს", - წერს დევიძე.