რას აპირებს ოპოზიცია პარლამენტის შეკრების დღეს? წინააღმდეგობის მოძრაობა შემდგომ ნაბიჯებს ათანხმებს. პროტესტის ფორმებსა და კერებზე პროდასავლური პარტიები კონსულტაციას განაგრძობენ. საუბრობენ მეტი კოორდინაციის აუცილებლობაზე, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური საბჭოც.
აქციებთან და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, სამ პოლიტიკურ ძალასთან თანხვედრაშია ყოფილი პრემიერის ხედვებიც. გიორგი გახარიამ დღეს მხარდამჭერებს მიმართა, - საპროტესტო ხმა გააგონონ ოცნებას პარლამენტის შეკრების დღეს.