logo
ENG



ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა

22 ნოე 202418:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/22/iaoiyjxhcm3exa2.jpg

ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა. ამის შესახებ მან რუსულ სახელისუფლებო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

"ამჟამად აფხაზეთში არ ვიმყოფები, მივემგზავრები მოსკოვში რამდენიმე დღით", - თქვა მან.

19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა.

მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის სხდომას 31 ე.წ. დეპუტატი დაესწრო, აქედან 28 ე.წ.-მა დეპუტატმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა შეასრულებს. დე ფაქტო პრემიერის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა.

ბჟანიას გადადგომას წინ უძღოდა მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები. 15 ნოემბერს რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო შეთანხმების" მოწინააღმდეგეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის ღობე ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ.მათ დე ფაქტო პარლამენტის შენობა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს. პროტესტის ფონზე დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა სესია, სადაც საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილათ, ხოლო მოგვიანებით ბჟანიას ოფისში განაცხადეს, რომ დოკუმენტს უკან გაიწვევდნენ.


close დახურვა