logo
ENG



გმირთა მოედანზე კარვებს შლიან

23 ნოე 202416:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/23/i5ird2kfoa9cd4n.jpg

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე კარვებს შლიან. ისინი გმირთა მოედანზე ვარაზის ხევის გავლით ჩავიდნენ.  

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს.

"საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით ეს ე.წ. პარლამენტი, მსოფლიოს მასშტაბით, მართლაც უნიკალურია - მას არ აქვს აღიარება", - განაცხადა ფორმულასთან მელიამ.

მანამდე საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ შენობასთან მიმდინარეობდა.

 


close დახურვა