logo
ENG



ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება

26 ნოე 202411:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/26/x00jfl71y1u5k2y.jpg

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაესწრება იმის ინაუგურაციას, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს", - თქვა ენდრიუ ბეიტსმა, თეთრი სახლის პრესმდივნის უფროსმა მოადგილემ.

"ის და პირველი ლედი აპირებენ შეასრულონ ეს დაპირება და დაესწრონ ინაუგურაციას".

არჩევნებში დამარცხების შემდეგ დონალდ ტრამპი 2021 წლის იანვარში ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრო. ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და გაყალბებაზეც აკეთებდა განცხადებებს, მისი მხარდამჭერები კი ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

ამ თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღო და პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდება.


close დახურვა