logo
ENG



სახალხო დამცველს საკუთარი თანამშრომლები გაემიჯნენ

26 ნოე 202420:31
3 წუთის საკითხავი
 

საჯარო მოხელეების უპრეცედენტო პროტესტი - თანამშრომლები ემიჯნებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტის შეკრება სრულად ლეგიტიმურია. მიუღებელია ისიც, რომ ომბუდსმენი არაღიარებული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო. უმწვავეს ტექსტს სახალხო დამცველის 40-მდე თანამშრომელი აწერს ხელს. მათი თქმით, პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ქვეყნის კონსტიტუტციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ცნობისთვის, აქამდე ლევან იოსელიანს ნათქვამი აქვს, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ მოიცავს არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასებას.


close დახურვა