
80 წლის გელა ჩარკვიანმა პირველი რომანი გამოსცა. ავტორი "მერმისის ჭაღარა მთვარეების" პრეზენტაციისთვის ემზადება.
ავტორმა 3 თვეში დაწერილი 165-გვერდიანი რომანი მეუღლისა და შვილის მონატრებას მიუძღვნა, მოვლენები კი 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ვითარდება.
"მერმისის ჭაღარა მთვარეები" ლევან გურჩიანის ოჯახის ცხოვრების 8-წლიანი მონაკვეთის მატიანეცაა. რომანში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ უყვართ გურჩიანების ოჯახში და როგორ თმობდნენ სამშობლოს გულისთვის ყველაზე ძვირფასს - შვილს.
„მერმისის ჭაღარა მთვარეების" პრეზენტაცია 10 ოქტომბერს გაიმართება. წიგნის მაღაზიების თაროებზე კი გელა ჩარკვიანის რომანს ორშაბათიდან იხილავთ.