logo
ENG



პუბლიკას ჟურნალისტს, რომელიც აქციაზე დააკავეს და სცემეს, ოპერაცია ჩაუტარდა

29 ნოე 202414:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/yclgkavsfvegrt1.jpg
ალექსანდრე ქეშელაშვილი/პუბლიკა

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულ და ნაცემ პუბლიკის ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა. მას სპეცრაზმელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს.

ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები", - წერდა ქეშელაშვილი დაკავების შემდეგ.


close დახურვა