logo
ENG



გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

29 ნოე 202415:24
3 წუთის საკითხავი
 

გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე არ გეგმავს.

"ჩემი მთავარი სათქმელია ისაა, რომ ვარ სამოქალაქო განათლების მოქმედი პედაგოგი, ვინც დემოკრატიის პრინციპებზე ვზრდი მომავალ თაობას. 

ასევე, მთელს ჩემს ენერგიას ვახმარ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ორგანიზაციები - ევროკავშირი, NATO, ევროსაბჭო, გაერთიანებული ერების და დღეს, მე ვისმენ, რომ ჩვენ 2028 წლისთვის გადავდეთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, მაგრამ ეს 2028-ის შემდეგაც დაიხურება ჩვენი კარი. 

გამოდის, რომ ცენზურით უნდა ვიმუშაო, სხვანაირად სამოქალაქო განათლებას, შტოების დაყოფას, თავისუფალ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების როლს ქვეყანაში, ვერ ვასწავლი, ამის მერე ვეღარ ვხედავ", -  განაცხადა აქციის მონაწილე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.


close დახურვა