logo
ENG



საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები ოცნების გადაწყვეტილებას გმობენ

29 ნოე 202418:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/iwolbmuynbgtnmn.jpg

საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ქართულმა ოცნებამ საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო".

"ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები, ვგმობთ ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტში გაფიცულ სტუდენტებს.

28 ნოემბერს, ქართულმა ოცნებამ, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურად მიიღო ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევის გადაწყვეტილება. ამ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარის თქმა ქართველ ხალხს ღირსეული ცხოვრებისა და დემოკრატიული განვითარების შანსს ართმევს. ამავდროულად, დასავლური სამყაროსგან იზოლირება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას ოკუპანტი რუსეთის პირისპირ მარტო ტოვებს.

ამასთან, ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და შეკრებილი პარლამენტი და მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობა არალეგიტიმურია. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები", - წერია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 48 მოქალაქე აწერს ხელს. 


close დახურვა