logo
ENG



პარლამენტთან, ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა

29 ნოე 202423:55
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდით აკავებს და წყლის ჭავლსაც იყენებს, ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, მძიმედ დაშავდა.

ტვ პირველის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს თავს სპეცრაზმი დაესხა. ის კლინიკაში გადაჰყავთ. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. 

დაშავებულია ტელეკომპანიის ოპერატორიც. 

 


close დახურვა