logo
ENG



საფრანგეთის საგარეო: შეშფოთებულნი ვართ რეპრესიების შესახებ ინფორმაციით

30 ნოე 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/nxjsjeku2uuwj58.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ინფორმაციით რეპრესიების შესახებ, რომლებიც მიმართულია მანიფესტანტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ, დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის უფლება. პატივი უნდა სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რომლებსაც არ უნდა უღალატოთ", - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 


close დახურვა