logo
ENG



ელმავალმშენებლის დამფუძნებელი თანამშრომლებს: თუ დადგებით, ხვალ სხვა რკინიგზელებიც გამოვლენ

30 ნოე 202421:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/vio0i0k97gjoz3w.jpg

სს ელმავალმშენებლის დამფუძნებელი, ირაკლი ჭითანავა თანამშრომლებს მოუწოდებს "საქართველოს გადარჩენის საქმეში" ჩაერთონ.

"ესე მოქცევა არ შეიძლება, საქართველო არ გაიცვლება ბიძინა ივანიშვილის ფულში. ჩვენი შვილების სიცოცხლის გაწირვა არ შეიძლება ერთი ადამიანის ინტერესებში. დღეს გვართმევენ სამშობლოს, სახლში ჯდომის დრო არ არის.

როგორც დამფუძნებელი მოგიწოდებთ სს "ელმავალმშენებელი" -ის თანამშრომლებს ჩაერთოთ საქართველოს გადარჩენის საქმეში. ქარხანა და სამუშაო ადგილი წაგვართვეს, ახლა სამშობლოს გვართმევენ, დუმილის დრო არ არის. მეგობრებო, დღეს თუ თქვენ დადგებით ფეხზე, ხვალ სხვა რკინიგზელები შემოგვიერთდებიან. გამოავლინეთ თქვენი მტკიცე ხასიათი!", - წერს ჭითანავა.


close დახურვა