logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

02 დეკ 202413:10
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.

"გარეთ ვარ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

***

2 დეკემბერს პოლიციელებმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. 

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს.

დაფიქსირდა ძალადობის ფაქტებიც - ერთ-ერთმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ადამიანების დაკავებასა და ძალის გამოყენებით მსვლელობის ჩაშლის მცდელობას აპროტესტებდა, ხელი უბიძგა და დააგდო


close დახურვა