რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შედეგად საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის პირველი არხის გადამღები ჯგუფი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას აქციიდან.
ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკლაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს.