logo
ENG



პრეზიდენტი: აქციის დაწყებისთანავე დაიწყო დარბევა, თავდასხმაა გამოხატვის თავისუფლებაზე

03 დეკ 202402:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/s4dpcyht8jngbov.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და წერს, რომ ამაღამ შემაშფოთებელი ესკალაცია იყო. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე.

"პროტესტი საქართველოში: ამაღამ იყო შემაშფოთებელი ესკალაცია. ახალი დაწყებული იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე - დაირღვა ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ აკავებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას", - წერს პრეზიდენტი. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქეების პროტესტი მკაფიოა - ისინი ევროპული მომავლის დაბრუნებასა და მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. 

"პროტესტი საქართველოში: საქართველოს მასშტაბით ხალხი დგას რუსული მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. დედაქალაქიდან მცირე ქალაქებამდე ეს არის მოძრაობა, როგორიც არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში. მესიჯი მკაფიოა: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი", - წერს პრეზიდენტი. 


close დახურვა