logo
ENG



შსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის

03 დეკ 202415:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/d7vc1sdwgwndl3q.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ აქტივისტი დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მუხლზეა საუბარი. 

2 საათზე მეტი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდი ხარხელი დააკავეს. Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა, შემდეგ კი ის პოლიციამ მანქანაში ჩასვა.

მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. 

მოგვიანებით, დოდი ხარხელი პოლიციამ სახლში მიიყვანა, სადაც ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა