logo
ENG



საქართველოს ახალგაზრდა ელჩები არალეგიტიმურ მთავრობასა და მის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

03 დეკ 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/w9y9piygrixk79x.jpg

საქართველოს ელჩები მიმართვას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ არალეგიტიმურ მთავრობასა და მის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ემიჯნებიან, რაც ევროინტეგრაციას უარის თქმას ნიშნავს.

ელჩების განცხადებით, აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში.

ამ დროისთვის, განცხადებას 46 ახალგაზრდა ელჩი აწერს ხელს.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ქვეყნის განვითარებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ, ახალგაზრდა ელჩები, ვაპროტესტებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის ჩვენი ქვეყნის პროევროპულ კურსს!

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!", - ნათქვამია ელჩების განცხადებაში.

 ელჩები ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ხელმოწერით ემიჯნებიან, რომელიც ღიაა და ნებისმიერ ახალგაზრდა ელჩს შეუძლია შეუერთდეს.

 


close დახურვა