logo
ENG



კობახიძე დებატზე: თუ რამეში დაგვარწმუნებენ, პოზიციას გადავხედავთ, არ ვართ ხისტები, უხეშები

04 დეკ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/q4cjlt2h2k09zy2.jpg

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრა და ირწმუნება, დებატების მიზანი "საზოგადოებისთვის სიმართლის გაგებაა". ის ამტკიცებს, რომ დებატებისას თუ რამეში დაარწმუნებენ ქართული ოცნების წარმოადგენლებს, "პოზიციას გადახედავენ".

"დებატების მიზანია, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში, დღესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში. დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ რამეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, ეს გაგვიკეთებია სხვადასხვა დროს, ჩვენ არ ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ ამისთვის რესურსი",  - განმარტა კობახიძემ.

კობახიძე, ასევე, ირწმუნება, რომ "ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით".

"არის ძალიან სერიოზული ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი რადიკალური ოპოზიცია ჩაერთო, ენჯეოები ჩაერთნენ თავდასხმაში ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ცდილობენ, რომ ისინი არ მოვიდნენ დებატებზე. იმედია, მათ ეყოფათ გამბედაობა და მოვლენ დებატებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა", - თქვა კობახიძემ.

***

3 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს შალვა პაპუაშვილთან ერთად, 4 დეკემბერს, საჯარო დისკუსიის გასამართად ეთერი დაეთმოს. 

"ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა