logo
ENG



პოლიცია გირჩის და დროას ოფისში შევიდა

04 დეკ 202416:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/1zg9w8tskk2au64.jpg

რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისში ჩხრეკის პარალელურად პოლიცია გირჩისა და დროას საერთო ოფისშიც იმყოფება. როგორც სხვა შემთხვევაშიც, აქაც ჩხრეკისთვის.

დროას წევრი გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ პოლიცია დაკეტილ ოფისში შევიდა, როცა შიგნით არავინ იყო. 

დღეს ჩხრეკა უკვე ჩატარდა ფეისბუქჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორ ილია ღლონტის სახლში. როგორც მას განუმარტეს ჩხრეკა ჯგუფური ძალადობისა და არეულობის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამასთან, პოლიცია ჩხრეკისთვის მივიდა პარტია "ახალის" ოფისში და ასევე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში. 


close დახურვა