logo
ENG



გახარია: ხელისუფლება რასაც აკეთებს, რეპრესიებია.. მოვუწოდებთ პარტნიორებს მოქმედებისკენ

04 დეკ 202417:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/c5z4x30l6ri1wdn.jpg

გახარია - საქართველოსთვის ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები".

გახარია - საქართველოსთვის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს დროულად იმოქმედონ.

"ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!", - წერია განცხადებაში.

***

პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პოლიცია მათ  ოფისში შევიდა. გვარამიას თქმით, ისინი ჩხრეკის მიზნით მივიდნენ.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში პოლიცია მივიდა.

ასევე, ფეისბუკჯგუფის "დაიტოვეს" ადმინი ილია ღლონტი წერს, რომ მის სახლში პოლიცია მივიდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჯგუფშივე გაავრცელა. 

ამასთანავე, მოძრაობა დაფიონის ინფორმაციით, მათი დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.


close დახურვა