logo
ENG



ჯაფარიძე: ვიცით ორი გადაცმული ტიტუშკის სახელი და გვარი

05 დეკ 202411:42
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე დარბევებითა და ჩხრეკებით პროვოკაცია მოაწყო. მისი თქმით, აქციაზე იმ 2 ადამიანის ვინაობა გაარკვია, რომლებიც მოქალაქეებს ძალადობრივად არბევენ. მან ამის შესახებ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.

ასევე, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის ცნობით, 4 დეკემბერს რამდენი პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისებში შეჭრისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ თითქოს მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს. 

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მოლოტოვის კოქტეილების აღმოჩენის კადრები არ არსებობს.

"გუშინ რეჟიმი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე. მოხდა შეჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისებში, პრაქტიკულად დარბევა ოფისების. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არც ერთი ამ ნივთებიდან არ არის კანონსაწინააღმდეგო. ერთ ერთი ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომ თითქოს ამოღებულია მოლოტოვის კოქტეილები, თუმცა კადრები რაც გაავრცელეს კარგად ჩანს, რომ ეს იყო დადგმული სცენა. ბოთლები, რომლებიც ჩვრებია ჩატენილი, მოლოტოვის კოქტეილი ეგრე არ მზადდება... სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ და აჩვენონ რომ თითქოს მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ სადღაც ოფისებში

ქართულმა ოცნებამ მოაწყო პროვოკაცია. პოლიციელები, რომლებიც ერთ დღეს პოლიციელები არიან, ხოლო მეორე დღეს სადისტები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, მესამე დღეს კი იყვნენ გადაცმულები, როგორც ტიტუშკები მათ შორის, ორის სახელი და გვარი ვიცით, ერთი მათგანი არის გიორგი პირველაშვილი, ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომელი და მირიან ქავთარაძე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი. ადრე მოძველბიჭო ელემენტებს რომ დაარბენინებდნენ, ახლა პოლიციელები გახდნენ ტიტუშკები", - თქვა ჯაფარიძემ.

ასევე, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გუშინ, ოპოზიციის წარმოადგენლებს სასტუმროს ცენტრალური შესასვლელიდან ძალოვანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ. 

"როცა ჩვენ გამოვდიოდით Courtyard Marriott ცენტრალური შესასვლელიდან, მათ დაიწყეს გინება და ხელების ქნევა. მიიღეს შესაბამისი პასუხი და ცხადია, მოცვივდნენ იქ სპეციალური დანიშნულების ძალები და ისინი გაწიეს, არც ერთი მათგანს არც ერთი შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ მათი წამოწყებული იყო ეს კონფლიქტი, მათ შორის ალეკო ელისაშვილია დაკავებული და ჩვენ თვალწინ მას გაუსწორდნენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.


close დახურვა