გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანსა და მის პირველ მოადგილეს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ X-ზე გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა დაწერა:
"ის, რომ ქართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ", - წერს პიტერ ფიშერი.
Spoke to @Ombudsman_Geo with @Sherzag & @GarethWardUK . We support his work. That over 85% of those arrested at #GeorgianProtests are injured, is a source of alarm & dismay. Maximum respect to all who exercise the right to express their opinion in favor of democracy & . pic.twitter.com/bcjewEId6L
— Peter Fischer (@Diplo_Peter) December 6, 2024
შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც. განცხადების თანახმად, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და ელჩებთან ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, აქციებზე დაკავებულთა და დაზიანებულთა მდგომარეობაზე.