ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროის, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში, სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ამასთან, კობახიძემ TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ტიტუშკების თავდასხმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: "სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ".
"სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ ახლა. სასიკვდილოდ თუ ვინმე გაწირეს იყო საზმაუს ჟურნალისტი, რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა ორკმა ესროლა სახეში დამიზნებით პიროტექნიკა. არ დაგიგმია არც ერთხელ ეს ფაქტი, სირცხვილია, რატომ იცი? იმიტომ რომ ნაცი ხარ და ნაცები ხართ თავიდან ბოლომდე თქვენი ტელევიზია.
NGO-ები ამ ფაქტებს, როგორც უკვე ვთქვი, აზიარებდნენ და იწონებდნენ. ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს, ეს მინდა გითხრათ. ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიაზროს", - აღნიშნა კობახიძემ.
გუშინ, ტვ პირველის რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ - ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან, ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები გადაიღო, ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.